• Add1
  • Add 2

‘’საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის ფონდი ‘’გმირები’’

დღეს,როცა საქართველოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი ოკუპირებულია და პრაქტიკულად ისევ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით,სრულიად ბუნებრივი და აუცილებელია ამ (და ალბათ,მსგავსი) ფონდებისა და შესაბამისად საიტების არსებობა. ეს იდეა დიდი ხანია არსებობს...ფაქტობრივად მას შემდეგ,რაც პირველი დაღუპულები ჩამოასვენეს აფხაზეთიდან,ეს წინა საუკუნეში იყო ...მაშინ ეს ბიჭი,კობა შუბითიძე,პატარა იყო, სკოლაში სწავლობდა და დანამდვილებით შემიძლია თქმა,როგორც ყველა,ჭეშმარიტი ვაჟკაცი,თავისი ქვეყნისთვის სიცოცხლესა და სიკვდილზე ოცნებობდა.ამდენად,კობა შუბითიძე,შემთხვევით არ აღმოჩენილა ბრძოლის ველზე...მანამდე კი(2002 წელს) ამერიკელებთან გაიარა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, მსახურობდაპირველი ქვეითი ბრიგადის კომანდოს ბატალიონში და იყო მესამე ასეულის ,მეორე ოცეულის,პირველი ათეულის მეთაური.დაიღუპა 2004 წლის 17 აგვისტოს,სამაჩაბლოში,წვერიახოზე...დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლისმესამე ხარისხის ორდენით. საქართველო ასეთი ადამიანების თავგანწირვამ მოიყვანა დღემდე და ჩვენ,თითოეული ჩვენგანი ვალდებულნი ვართ ,ღირსეული პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ქვეყნის სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი, სკუთარი სიცოცხლე მიიტანა...სწორედ ასეთი მდლიერების,სიყვარულის,მონატრებისა და სიამაყის გრძნობით შეიქმნა ეს ფონდი,რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს.თუმცა,2010 წლიდან,კობა შუბითიძის ოჯახის ძალისხმევით ტარდება კობა შუბითიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში,სადაც ხობის სოფლების,ზესტაფონის სოფელ ზედა საქარის(კობას სწორედ ამ სოფლის ილია აბულაძის სახელობის საშულაო სკოლა ჰქონდა დამთავრებული)და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ფეხბურთის გუნდები... ახლა კი,ვფიქრობთ,დროა გავაფართოოთ ჩვენი მოქმედების არეალი,მით უფრო,რომ საქართველოს გმირები მრავლად ჰყავს და მიგვაჩნია,რომ მათი სახელი ჯეროვნად არ არის არამც თუ დაფასებული ,ცნობილიც კი...ამდენად ჩვენი ფონდი ასეთი სახელების უკვდავყოფას ისახავს მიზნად.რადგან ,იცოდნენ მომავალმა თაობებმა,რომ ერთი წვეთი სისიხლიც არ დაღვრილა უშედეგოდ,არცერთი სიცოცხლე არ ჩამქრალა უმიზნოდ და დიდი ადამიანები ,,უძეგლოდ’’ არ იკარგებიან...