ახობაძე
გიორგი ახობაძე, 43 წლის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პროევროპული აქტივისტი, რომელიც "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, მოულოდნელად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დააკავეს. ის დემონსტრანტებს სამედიცინო რჩევებით ეხმარებოდა და სოციალურ ქსელში საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ გამოხატავდა.
2024 წლის 8 დეკემბერს იგი აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და პირადი ჩხრეკა ჩაატარა, რომლის შედეგადაც, მათი თქმით, ახობაძის ჯიბიდან “ამოღებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება α-PVP, 3.73133 გრამის ოდენობით”. ახობაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მას “პოლიციამ ჩაუდო”.
საქმის გარემოებები ბევრ კითხვას ბადებს. პოლიციის მიერ ჩხრეკის ჩატარების საფუძვლად დასახელდა "გადაუდებელი აუცილებლობა", თუმცა, ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს. ასევე, გაურკვეველია, რატომ არ გამოიყენეს ჩხრეკის დროს ტექნიკური საშუალებები, რაც ჩხრეკის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვს აჩენს.
ახობაძის წინააღმდეგ საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე ნინო მარიდაშვილმა ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაკავების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა.
Loading...
«ბრძოლა იქნება ბოლომდე!»
ახობაძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ახობაძის დანაშაულს. ასევე, მისი თქმით, ახობაძის დნმ აღმოჩენილია არ არის ნარკოტიკების პაკეტებზე, არამედ შესაფუთ ლენტზე, რაც ეჭვს აჩენს დნმ-ის ხელოვნურად გადატანის შესაძლებლობაზე.
ახობაძის დაკავებამ და სასამართლო პროცესმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ახობაძის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას.
Loading...
«ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემ ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემ ციხეში ყოფნას გაამართლებს!»
დაკავების შემდეგ, ახობაძეს თავს პირადი ტრაგედია დაატყდა - გარდაეცვალა ავადმყოფი დედა, რომელსაც დაპატიმრებამდე თავად უვლიდა. მისმა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ, სასამართლოს მიმართა თხოვნით, ახობაძეს უფლება მისცემოდა დედის დაკრძალვას დასწრებოდა, თუმცა სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ახობაძის წერილში, რომელიც ციხიდან გამოგზავნა, ის მადლობას უხდის მხარდამჭერებს და საუბრობს დედის გარდაცვალების გამო განცდილ ტკივილზე. იგი ხაზს უსვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო დედასთან გამომშვიდობება.
ახობაძე თავის წერილში საუბრობს მიმდინარე აქციებზე და აღნიშნავს, რომ ეს მოძრაობა არის "ბოლო შანსი", რომელიც უნდა გამოიყენონ. ის მოუწოდებს საზოგადოებას ერთობისკენ და ბრძოლის გაგრძელებისკენ, იმის მიუხედავად რომ ციხეშია. "ბრძოლა იქნება ბოლომდე!" - აცხადებს ახობაძე.
Loading...
«ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს»
Loading...
აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა * რადიო თავისუფლება*
Loading...
Loading...
Loading...
ახობაძის საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საზოგადოება მოითხოვს გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას, რათა დადგინდეს სიმართლე და უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანობა.
«ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ»