2025 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ამოქმედდა ვებგვერდი „რუსთაველის გმირები“, რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტური მოტივებით დაკავებულთა და დაზარალებულთა მონაცემთა არქივის შექმნას
რას ვაკეთებთ ?
ვაგროვებთ და ვაერთიანებთ ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოტივებით დევნილ და დაზარალებულ ადამიანებზე და ამ დევნის განმახორციელებელ პირებზე.
რატომ ვაკეთებთ?
საზოგადოებამ ამ რეპრესიების ტალღის დასაძლევად და შესაჩერებლად, აუცილებელია გააცნობიეროს მისი მასშტაბები და უმისამართო სისასტიკე.
მადლობას ვუხდით ყველა მედია საშუალებას და ჟურნალისტს ვინც სკრუპულოზურად აღწერს და დოკუმენტირებს ამ ფაქტებს. ჩვენ გვსურს ხელი შევუწყოთ საინფორმაციო მასალებისა და დანაწევრებული ინფორმაციის გაერთიანებას და სისტემატიზაციას. ასევე გვსურს დაინეტერესებული ადამიანები გაეცნონ ყველა დაზრალებული პირის ისტორიას და დამნაშავეთა სახელებს.
როგორ შეიძლება პროექტში მონაწილეობის მიღება
პროექტი საინიციატივოა და ამ ეტაპზე მასზე მუშაობს სამკაციანი გუნდი.მონაცემები ბევრია და რთულად დასამუშავებელი. თუ გაგიჩნდათ დახმარების სურვილი შემოგვიერთდით. მხარდაჭერა გვჭირდება შემდეგი მიმართულებებით:
ასევე დიდი სიამოვნებით მივიღებთ იდეებს და კონსულტაციას თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ პროექტი და მეტი აზრი და ფუნქცია შევძინოთ.
თუ ხართ დაინტერესებული მოგვწერეთ gmirebige@gmail.com ან დაგვიკავშირდით x.com/gmirebige or fb.com/gmirebige
ვინ ვართ
ამჟამად პროექტის გუნდი სამი წევრისგან შედგება: პროექტის და ტექნიკური ხელმძღვანელი, კონტენტის მენეჯერი და რედაქტორი. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია გურამ ადამია.