Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
გ. გიორგაძე
გიორგი
გიორგაძე

გიორგი გორგაძე, 20 წლის სტუდენტი რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს სწავლობს და მამასთან გაზგაყვანილობის კომპანიაში მუშაობს,, პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ რვა სხვა პირთან ერთად დააკავეს.

პროკურატურამ, ვაჟა თოდუასა და შმაგი გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით, გორგაძეს და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მომზადებაში. ეს ბრალდებები ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების განცხადებით ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და პირველად სასამართლო პროცესზე ნახეს ერთმანეთი.

Loading...

სასამართლო პროცესზე გიორგაძემ თავი უდანაშაულოდ ცნო და აღნიშნა, რომ აქციებზე მისი ყოფნა ქვეყნის სიყვარულით იყო განპირობებული. პროკურატურამ გიორგაძის მიმალვის საშიშროებად მისი გერმანიაში ვიზიტი დაასახელა, სადაც იგი ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად იყო წასული და ასეც განმარტა სასამართლო პროცესზე, სადაც ეს მოგზაურობა პატრიოტული გრძნობების დადასტურებად მოიყვანა.

«გერმანიაში ზუსტად ჩემი ქვეყნის სიყვარულმა წამიყვანა, ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი ქვეყნის სიყვარულის გამო წასული»

გიორგი გიორგაძე

სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგაძისა და სხვა ბრალდებულების დაკავების შესახებ კრიტიკის ქვეშ პრობლემატურად მიაჩნია დაცვის მხარეს. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. მათ განსაკუთრებით გაასაჩივრეს ყალბი სოციალური მედიის ანგარიშებზე გამოქვეყნებული ვიდეოები, რომლებიც მათი აზრით არაავთენტურია და არ შეიძლება სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნიოს და ჩხრეკის ოქმები, რამდენადაც აღსანიშნავია რომ ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სახლის ჩხრეკას და აცხადებენ რომ მტკიცებულებები თავად ჩაუდეს.

Loading...

ამ გამოწვევების მიუხედავად, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია და საქმის განხილვიდან თავის აცილების მოთხოვნა უარყო. საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, შემდეგი სხდომა 2025 წლის 24 მარტს არის დანიშნული.