Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
გ. მინდაძე
გიორგი
მინდაძე

21 წლის გიორგი მინდაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგი 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს, როდესაც ის დედასთან ერთად ბიძაშვილის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. პროკურატურის მტკიცებით, მას ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის პიროტექნიკის სროლა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო. საქართველოს სისხლის საქმე აღიძრა სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგის დედის, ნინო წულაიას განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მას დაკავებამდე უთვალთვალებდნენ, მცხეთაში მიმავალებს მიჰყვებოდნენ და ამის შემდეგ დააკავეს. დაკავების დროს დედას არ მიეწოდა ინფორმაცია მისი შვილის შემდგომი ადგილსამყოფელის შესახებ და წულაიამ ამის დადგენის მიზნით რამდენიმე სამმართველოს მიმართა.

«როცა აიყვანეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაგვწიწკნეს...»

ნინო წულაია

საქალაქო სასამართლომ გიორგი მინდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია, რომ ბრალდებულს ხელში პიროტექნიკური საშუალება უჭირავს, და ასევე ერთი პოლიციელის ჩვენება, რომლის თანახმადაც, გიორგი მინდაძის მიერ ნასროლმა პიროტექნიკამ მას დაზიანება მიაყენა.

სასამართლო პროცესზე რამდნეიმე დარღვევა გამოიკვეთა.

ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, მათ შოორის დაკითხვის ოქმშიც, რომ პიროტექნიკური საშუალება მოხვდა პოლიციელს, ან იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მოხდა მისი გასროლა. ასევე გამომძიებლის მხრიდან არასწორი ინფორმაცია წარედგინა სასამართლოს ბრალდებულის დაკავების ადგილთან დაკავშირებით.

Loading...

კონკრეტულად, სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მხრიდან მოწმედ გამოცხადებული იყო გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი მინდაძის დაკავება განხორციელდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის, უწყების საფუძველზე, საკუთარი ნებით გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი აცხადებს, რომ დაკავება მოხდა სოფელ წილკანში, ნათესავის საცხოვრებელში. ადვოკატის მტკიცებით, გამომძიებლის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს სრულ და ობიექტურ სურათს.

«არცერთი პარტიის მიმართ კი არ იყო გიორგი განწყობილი პოზიტიურად და არც რომელიმე პარტიის სახეს წარმოადგენდა, ის იყო სტუდენტი და უნდოდა ევროპული საქართველო და არა უკან სვლა, ეს იყო მისი ენთუზიაზმი»

ნინო წულაია

ადვოკატის თქმით, საქმეში კიდევ ერთი დეტალია, რომელიც მისი დაცის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე მიუთითებს. 11 მარტს მან მედიას შეატყობინა რომ კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა პროცესზე დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ გარემოებით ახსნა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ვინაიდან მინდაძე წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი, პირველად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, მეორედ ნარკოტიკებისთვის.

Loading...