Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ზ. მაისაშვილი
ზვიად
მაისაშვილი

ზვიად მაისაშვილი, 23 წლის სტუდენტი, თბილისში პროევროპული დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. 30 ნოემბერს გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ სასტიკად სცემენ მაისაშვილს პოლიციის თანამშრომლები.

Loading...

«გარშემო ყველა მხრიდან პოლიციელები მირტყამდნენ და ამის შემდეგ გავითიშე»

მაისაშვილი, თავის ძმასთან გიორგისთან ერთად, საპროტესტო აქციებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადავადებასთან დაკავშირებით შეუერთდა. დემონსტრაციებზე, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო, პოლიცია ხალხის დაშლას ძალადობრივი გზებით ცდილობდა. მაისაშვილი რუსთაველის თეატრის მახლობლად სპეცრაზმთან შეტაკებაში მოყვა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ მას სახეში ფეხებს, როდესაც ის უკვე წაქცეულია და მიწაზე წევს.

«რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წინ პოლიციელი შემხვდა, რომელმაც დამარტყა და დამაგდო, რამდენიმე წამში სხვა პოლიციელებიც ჩემს გარშემო იდგნენ და ფეხებს მირტყამდნენ, ვყვიროდი „არ დამარტყათ“, მაინც მირტყამდნენ და გავითიშე, მეტი არაფერი მახსოვს»

Loading...

მაისაშვილმა მიიღო ტვინის შერყევა და ცხვირის ძგიდის მრავლობითი მოტეხილობა. ხოლო, მისი ძმა გიორგი დააკავეს, ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება ზვიადს, სასტიკი ცემის შემდეგ ის არ დაუკავებიათ.

«ჩემზე ამას არ უმოქმედია, შემართებით ვარ, კიდევ გამოვჯანმრთელდები და გამოვალ აქციაზე, ამაში ისიც მეხმარება, რომ ხალხი მწერს და მეუბნება, რომ ჩემ გამო გავიდა უფრო მეტი ადამიანი აქციაზე, უფრო მეტი მოტივაცია მომცა ამ ამბავმა»

პოლიციის ამ ქმედებას ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და საქართველოს სახალხო დამცველმა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“ უწოდეს. ადამიანის უფლებათა დამცველებმა შეშფოთება გამოთქვეს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო. პოლიციას ბრალი დასდეს მედიის მუშაობაში ხელის შეშლასა და ჟურნალისტების მიზანმიმართულად დევნაში. სახალხო დამცველის ოფისმა დაგმო „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.

«ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ »

ელენე ჯანჯალია (ზვიად და გიორგი მაისაშვილების დედა)

ნიშანდობლივია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება პროტესტის მონაწილეებისადმი ისრების გადატანის მორიგი მცდელობაა. უწყების თქმით მომიტინგეებმა დაარღვიეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონით დადგენილი ნორმები და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს.

ზვიად მაისაშვილმა თავად გაავლო პარალელი თავის გამოცდილებასა და მისი ბიძის, პოლიტიკოს გია მაისაშვილის გამოცდილებას შორის, რომელიც 2009 წელს საპროტესტო აქციების დროს დაშავდა. მან განაცხადა, რომ სისტემა არ შეცვლილა და მის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.

Loading...

Loading...

Loading...

Loading...

Loading...

Loading...