Rustaveli Heroes
En

ქა

დაკავებული
ნაწამები
ძალადობა
პატიმარი
ს. სხვიტარიძე
საბა
სხვიტარიძე

«მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს»

საბა სხვირტაძე
Loading...

«როგორ შეიძლება, ასობით, შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?! როგორ შეიძლება, ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს?! რანაირი პრაქტიკაა ეს?! ღმერთზე მართლები როგორ არიან ეს პროკურორები?! ეს არის დიქტატურა. ეს არის უსამართლობა»

საბა სხვიტარიძე
Loading...

«“წამიყვანეს დიღომში, გადამცეს ოთხ ნიღბიან პირს და მცემეს. გამჩხრიკეს, შემდეგ კი სხვა ნიღბიანი პირები სხვადასხვა საგნებით ძალადობდნენ ჩემზე. ხის ნაჭერიც კი გადამატეხეს»

საბა სხვირტაძე
Loading...

«მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი»

საბა სხვირტაძე

«მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ, არაფერი მოგივა, ეს ბიჭები თავისი საქმის "ექიმები" არიანო, ამ ქალაქში ასე "პროფესიონალურად" საქმეს არავინ ასრულებსო»

საბა სხვირტაძე
Loading...

«ადვოკატის შემოსვლის შემდეგ მე ამკრძალეს მასთან კონტაქტი. მეუბნებოდნენ, რომ ადვოკატს ვერ ნახავო. ვითხოვდი ექიმს, სასწრაფო დახმარებას, მაგრამ არავინ შემოვიდა. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როდესაც დილით, 6 საათზე საკანში შემომიყვანეს ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც დაიწყეს ჩემზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. მათ შორის იყვნენ ნარკოტიკული და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. მეშინოდა, რომ მომკლავდნენ»

საბა სხვირტაძე
Loading...
Loading...

«მათ [ნიღბიან პირებს] არ ჰქონდათ არც საიდენტიფიკაციო ნიშნები და არც განმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. კითხვაზე, ვინ იყვნენ, პასუხი ვერ გასცეს. ეს უცნობი ნიღბიანი პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ბრალდებულს»

ირაკლი ჩომახაშვილმა

«მე დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა „ტიტუშკა“ [მირიან ქავთარაძე], რომელსაც პოლიციელის ნიშანი არ ჰქონდა - კაპიუშონი ეცვა, პირბადე ეკეთა. იძალადა ქალზე, გვაგინებდა და აგრესიით გამოირჩეოდა. მე მოვიგერიე ის. ამის გამო მე გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს. ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს და პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია»

საბა სხვირტაძე
Loading...

«ჩვენი აზრით, ეს არის შურისძიების საფუძველი და მინიმუმ ამ ფიქრების გასაქარწყლებლად და იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ მოქმედებენ ასე, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ განმარტება. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ვიმეორებ, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება საბას მიმართ. ამოიიღეთ დიღმის სამმართველოდან კამერები, სანამ არ წაიშლება, თუ როგორ შევიდნენ ნიღბიანი პირები ამ სამმართველოში. მოგიწოდებთ, შეინახოთ ეს ჩანაწერები, თუკიუკვე არ არის წაშლილი»

განუცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა
Loading...
Loading...
Loading...